2024 წლის იანვარ-აპრილში კომერციულმა ბანკებმა 935.834 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი მარტზე, 223.989 მლნ ლარი აპრილზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოგების 88% ორმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა და თიბისიმ გადაინაწილეს. 17 ბანკიდან ხუთი – სილქ ბანკი, ვითიბი ბანკი, პეისერა, ჰეშბანკი და პეივბანკი – ზარალზე გავიდნენ.
ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით (2024 წლის იანვარ-აპრილი):
- საქართველოს ბანკი – 475.393 მლნ ლარი
- თიბისი – 346.982 მლნ ლარი
- ლიბერთი ბანკი – 32.131 მლნ ლარი
- ბაზის ბანკი – 24.115 მლნ ლარი
- პროკრედიტ ბანკი – 12.616 მლნ ლარი
- ქართუ ბანკი – 12.326 მლნ ლარი
- კრედო ბანკი – 11.032 მლნ ლარი
- ტერა ბანკი – 9.461 მლნ ლარი
- ხალიკ ბანკი – 6.372 მლნ ლარი
- იშ-ბანკი – 5.129 მლნ ლარი
- პაშა ბანკი – 2.659 მლნ ლარი
- ზირაათ ბანკი – 1.853 მლნ ლარი
ამასთან, წელს ოთხ თვეში რეგისტრირებული ხუთი ბანკი ზარალზე გავიდა, კერძოდ, 2024 წლის იანვარ-აპრილში სილქ-ბანკი – 2.482-მილიონიან ზარალზე გავიდა, პეივბანკი 117 ათასი ლარის, ჰეშბანკი – 1.037 მლნ ლარის, პეისერა – 524 ათასი ლარის და ვითიბი ბანკი საქართველო – 74 ათასი ლარი ზარალზე გავიდა.
2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ეროვნულ ბანკში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში 17 კომერციულ ბანკს აქვს წარდგენილი.