მუნიციპალიტეტის ორმოები შეკეთების პროცესშია / ფოტო-ვიდეო

მუნიციპალიტეტის ორმოები შეკეთების პროცესშია / ფოტო-ვიდეო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ორმოული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტიაციას ექვემდებარება ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალური გზა რომელიც სომხეთის საზღვრამდე მინის. ეს გზა საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.

აღსანიშნავია, – ქალაქში ორმოული სამუშაოები 17 მაისიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებს. რადიო NOR-თან საუბარში, 17 მაისს “ჯავახავტოგზას” წარმომადგენელმა განაცხადა: “ორმოული სამუშოები ქალაქის შემოსასვლელიდან (ახალქალაქის მხირდან) სათხის გზაჯვარედინამდე განხორციელდება, ხოლო სათხის გზაჯვარედინიდან სომხეთის საზღვრამდე გზა ჩვენს დაქვემდებარებაში არ არის”.

30 მაისს, ნინოწმინდა-ორლოვკის გზაზე შემთხვევა ოყო, – მანქანის ბორბალმა ორმოში ჩავარდნისას დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა. რადიო NOR-ის გაშუქების შემდგომ, გზის მონაკვეთი იმავე საღამოს დაილუქა და ორმოული სამუშაოები განხორციელდა. რადიო NOR-ის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია “არალი” ახორციელებდა.

ორლოვკის გზა, – დაზიანების ადგილი

ორმოული სამუშაობი დღემდე გრძელდება. ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში, სადაც ასფალტი დაზიანებულია, კომპანია “ჯავახავტოგზა” ეტაპობრივად ახორციელებს ორმოების შეკეთების სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ გარდა ორმოული სამუშაოებისა, ახალი ასფალტის ფენა დაიგო ტერიანის ქუაზე, – ერევანიანის ქუჩის კვეთიდან პუშკინის ქუჩასთან კვეთამდე არ მისული.

ტერიანის ქუჩა

რადიო NOR-ი თვალს ადევნებს სამუშაოებს და დამატებით დეტალებს შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.


პუშკინის და ტერიანის ქუჩების კვეთა

ტერიანის ქუჩა კულტურის სახლის მიმდებარედ

ტექნიკა