ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების, სამება-ჟდანოვის გზაზე ხრეში დაყარეს.
შეგახსენებთ, რომ ჟდანოვი -სამების დამაკავშირებელი გზა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ერთ ერთია სადაც ასფალტი დღემდე არარის. ,, სამსახურში ან ბაღში ბავშვების წასაყვანად 1- საათი გვჭირდებოდა, ახლა 10 წუთში ჟდანოვში ვიქნებით, სასწრაფოსაც ნაკლები დრო დასჭირდება სოფელში ამოსასვლელად.ბედნიერები ვართ,რომ სოფელს გზა რომ ექნება” ამბობს სოფელ სამების ერთ- ერთი მკვიდრი.
ასევე შეგახსენებთ, რომ ბაღის ასაკის ბავშვების სიმცირის გამო,სოფელ სამებას არააქვს საბავშვო ბაღი და პატარებს ყოველდღიურად სოფელ, ჟდანოვის საბავშვო ბაღში უწევთ სიარული.
სოფლად ცუდი გზები არის საერთო პრობლემა, რამაც შეიძლება გაართულოს გადაადგილება, სოფლებს შორის. სოფელ სამებაში არ აქვთ სურსათის მაღაზია და ადგილობრივებს, სურსათის საყიდლად სოფელ, ჟდანოვში, ან ნინოწმინდაში უწევთ ჩასვლა.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი (NAT230027429) 2023 წლის 29 თებერვალს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული “ჯავახავთოღზა” გახდა, რომელმაც ტენდერი 3,060,000 ლარად მოიგო. მუნიციპალიტეტის მიერ შემოთავაზებული თანხა 3,146,298 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა (3,146,298 ლარი) გამოიყო 2 გზის აღდგენისთვის: სამება-ჟდანოვის გზის მოასფალტებისთვის (2,306,298 ლარი) და სოფელ სათხეს სოფლის შიდაგზა (840,000 ლარი). ინფორმაცია აღებულია სახელმწიფოს შესყიდვის სააგენტოს გვერდიდან.
რადიო Nor-მა არაერთხელ დაწერა სოფელ,სამება-ჟდანოვის დამაკავშირებელი გზის პრობლემის შესახებ.
რა სამუშაოები ტარდება სამება-ჟდანოვის გზაზე?
რადიო NOR-ის ჟურნალისტები აქტიურად ადევნებენ თვალს სოფელ, სამება-ჟდანოვის გზის ასფალტირების სამუშაოებს.
ვრცლად რადიო NOR-ის აუდიოჩანაწერში სოფელ, სამების მკვიდრთან: