ბოლო პერიოდში ქართული ლარის მიმართ რუსული რუბლის გამყარება ფიქსირდება. ეს პროცესი გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და სოციალურ პროცესებზე ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ნინოწმინდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობა სამუშაო ადგილების არარსებობისა და ფინანსური არასტაბილურობის ფონზე მიემგზავრება უცხოეთში შრომით მიგრაციაში, უმეტესწილად, რუსეთში.
5 ივნისის მდგომარეობით, 1000 რუსული რუბლი ნინოწმინდაში საშუალოდ 30.80 ლარი ღირს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ნინოწმინდელები კმაყოფილებას გამოხატავენ რუბლის გამყარებასთან დაკავშირებით. “რეგიონის მოსახლეობა რუსეთზეა დამოკიდებული ადგილობრივი სამუშაოს არარსებობის გამო, ხოლო რუბლის გამყარება ხელს უწყობს ოჯახის სარჩენისათვის ფულის გამომუშავებას”, – ამბობს ნინოწმინდის მკვიდრი.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში:
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რუსული რუბლის კურსი ქართული ლარის მიმართ დაეცა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში [25 აპრილიდან] რუსული ვალუტის კურსის გამყარება შეინიშნება, რაც გადამწვეტ როლს ასრულებს ნინოწმინდელების რუსეთში სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილებაზე. მოსახლეობა ხედავს რუსეთში შრომით მიგრაციაში წასვლის საჭიროებას. “ვფიქრობ, ხალხმა უნდა იმუშაოს რუსეთში – ეს არის ერთადერთი გამოსავალი მათი ოჯახის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენს რეგიონში არ არის საკმარისი სამუშაო ადგილები.”
რუბლის კურსის ცვლილება, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები
აღსანიშნავია, – “რუსული კანონის” მიღების შემდეგ, ლარი გაუფასურების ეტაპს გადის. ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 28 მაისს სავალუტო აუქციონზე 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან უკვე 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.