5- ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მარიამ ჯვარიძის ინიციატივით, ინტეგრაციისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ხელშეწყობის მიზნით უკვე მესამე სხვადასხვა სახის შეხვედრა დაიგეგმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 სკოლასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის სკოლის მოსწავლეებს შორის .
ამჯერად ღონისძიება კულტურულ და სპორტულ აქტივობებს მოიცავდა. მოსწავლეებს შორის გაიმართა შეჯიბრება ფრენბურთში. შეხვედრა ამხანაგურ ხასიათს ატარებდა და მეგობრობამ გაიმარჯვა.
მოსწავლეებმა მოინახულეს სოფელ გორელოვკაში, მეჩეთი და დუხობურების ეთნოგრაფიული მუზემი.
ბოლოს საოცარი ბუღდაშენის ტბა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მულტიკულტურული გარემოთი, ეთნიკური მრავალფეროვნებით.
ვრცლად აუდიოჩანაწერში რადიო NOR-თან; გორელოვკის #3 სკოლის დირექტორი, ნათია კაპანაძე