შენობების ფასადების გარემონტების პროცესი და გამოწვეული დისკომფორტი

შენობების ფასადების გარემონტების პროცესი და გამოწვეული დისკომფორტი

რადგან ნინოწმინდის მუნიცნალიპალიტეტის მერიაში რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა არის ერთმხრივი და მერიის შესაბამისი განყოფილების პასუხი უცნობია. 

ქალაქ ნინოწმინდაში მრავალსართულიანი შენობების ფასადების სარემონტო სამუშაოები 2023 წლის ივლისის თვიდან მიმდინარეობს. რადიო NOR-ის ბოლო ინფორმაციით, სამუშაოები ივნისის თვეში უნდა დასრულდეს.

დღეის მდგომარეობით, თავისუფლების 7-სა და ჰოვსეფიანის 18-ში ფასადების სამუშაოები არ დასრულებულა. თავისუფლების 7-ში მცხოვრევლები საკუთარი ძალებით უმკლავდებიან ფასადების რემონტით გამოწვეულ დისკომფორტს. მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ხარაჩოები უშლის ფანჯრების გაღებას და სარეცხის დაფენას.

აღსანიშნავია, ზამთრის პერიოდში სამუშაოები შეჩერებული იყო და 2024 წლის აპრილს აღდგა. 18 აპრილს შპს იქს-2-ის დირექტორ, გიორგი ხოზრევანიძეს თქმით: “სამუშაოების დასამთავრებლად კომპანიას 2 თვე აქვს და სამუშაოების დაახლოებით 70%-მდე უკვე შესრულებულია.” 

დღეს, 6 ივნისს, რადიო NOR-ის რედაქცია კვლავ დაუკავშირდა “შპს იქს-2-ის” დირექტორ, გიორგი ხოზრევანიძეს. მას არ ეცალა სასაუბროდ და გადმორეკვის დროის შეთანხმებაზე უარი განაცხადა, – “გასული ვარ, არ დამირეკოთ.”

შეგახსენებთ, რემონტდება შენობები შემდეგ მისამართებზე: თავისუფლების ქუჩა (№7, 8, 9, 10, 12, 21, 54, 56), ტერიანის №24 და ჰოვსეფიანის №18. დასრულდება თუ არა სამუშაოები ივნისის თვეში და რამდენი შენობაა დარჩენილი გასარემონტებელი, – რჩება უცნობი.

თავისფლების 7

შეგახსენებთ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდის პირობების გაუარესების გამო, სარემონტო სამუშაოები შეჩერდა 2023 წლის ნოემბერში, ხოლო აღდგა 2024 წლის აპრილის თვეში. ამ სამუშაოებისთვის 680 000 ლარია გამოყოფილი.

ჰოვსეფიანის 18

წაიკითხეთ ასევე: