1–31 მაისს სამცხე–ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 17 ფაქტი გამოვლინდა

1–31 მაისს სამცხე–ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 17 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, საქართველოში უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში 17. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი დარღვევებიდან 111 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხებოდა, 40 კი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებს. სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 37-37 ფაქტი გამოვლენილია კახეთსა და  სამეგრელო-ზემო სვანეთში; სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, აჭარაში – 15, შიდა ქართლში – 11, იმერეთშიც – 11, გურიაში – 8,  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 7, ქვემო ქართლში – 6 და მცხეთა-მთიანეთში – 2.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.