ნინოწმინდის კომუნალურმა სამსახურმა მერიისგან 100 ახალი ნაგვის ურნა მიიღო.უმეტესი ნაწილი ქალაქ.ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებზე იქნა განთავსებული. ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადაც ურნების ნაკლებობა იყო, ახალი ურნები დაამატეს და ძველები, რომლებიც შეკეთებას ექვემდებარებოდა შეაკეთეს. სოფელ გორელოვკის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე , სადაც შესვენებისთვის განთავსებულია ხის კოტეჯი, ნაგვის (ძველი) ურნა იქნა განთავსებული, მაგრამ ამ დღეებში ახალი ურნით უნდა ჩანაცვლდეს რადგან ტურისტული ზონაა ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის უფროსი, ანდრანიკ ბდოიანი .
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგვის ურნების ნაკლებობა არ არის და საკმარისადაა ყველგან განაწილებული, მაგრამ მთავარ პრობლემად მაინც მოსახლეობის მხრიდან დამტვრევა-დაზიანება რჩება. ეს ურნები არ არის გათვალისწინებული სამშენებლო, მსხვილი და მძიმე ნარჩენებისთვის. ამბობს ანდრანიკ ბდოიანი ( ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის უფროსი)
დღეს რადიო NOR-ის ჟურნალისტი იმყოფებოდა სოფელ.გორელოვკის ტყის ტერიტორიაზე სადაც ასეთი სიტუაცია დაგვხვდა
ნაგვის ურნის არსებობის მიუხედავად, ნაგავი მაინც ტყეში უკონტროლოდ არის დაყრილი და ნაგვის ურნამაც არ იმოქმედა საზოგადოების ცნობიერებაზე იმის შესახებ, რომ არ უნდა დავაბინძუროთ ჩვენი გარემო.