ყაურმაში და ჯიგრაშენში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების სამუშაოები აღდგა

ყაურმაში და ჯიგრაშენში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების სამუშაოები აღდგა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყაურმასა და ჯიგაშენში სასმელი წყლის პრობლემა რამდენიმე წელია არსებობს. განსაკუთრებით ზაფხულში, სასმელი წყლის მოწოდება წყდება საათობით, ან თუნდაც დღეებით. მოსახლეობამ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით.

სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ოროჯალარიდან სოფელ ყაურმასა და ჯიგაშენამდე წყალსადენი დაგეგმა, რომლის სამუშაოები 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო.

ზამთრის შემდეგ, სამუშაოები არ გაგრძელებულა და, ამ საკითხით დაინტერესებულმა, შევამჩნიეთ, რომ მძიმე ტექნიკამ უკვე განაახლა მუშაობა და გათხარა არხი წყალმომარაგების გასაყვანად.

შეგახსენებთ, რომ გამოყოფილი თანხა 1,825,091 ლარია, ტენდერში გაიმარჯვა კომპანია MC Group-მა 1,817,791 ლარის შემოთავაზებით. პროექტი გათვლილია 2 წლის ვადაზე და მოიცავს წყლის მილსადენის გაყვანას სოფელ საღამოდან სოფელ დიდ არაქალამდე და სათხამდე, ასევე სოფელ ოროჯალარიდან სოფლ ყაურმასა და ჯიგაშენში. 2023 წლის ბიუჯეტიდან დაგეგმილი თანხა 1,224,850 ლარია, 2024 წლის ბიუჯეტიდან – 600,241 ლარი, საიდანაც 80.44% ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული, ხოლო 19.56% სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ფოტომასალა გადადღებულია 5 ივნისს, 11:00 საათისთვის: