გორელოვკის #3 -სკოლაში ამავე სკოლისა და ორლოვკის სკოლის ქართული სექტორის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ერთობლივ აღნიშნეს მე-4 კლასის დასრულება. მოსწავლეებმა თქვეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები, წარმოადგინეს სპექტაკლი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან” სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ეპიზოდი “ზმნის პირი”.
მშობლები ჩაერთნენ პროცრსში, მათ შვილებთან ერთად შეასრულეს დედაშვილობაბაზე სიმღერა. დირექტორმა, დამრიგებლებმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
მოსწავლეებს გორელოვკის #3- სკოლის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ,სერთიფიკატები გადასცა.
ვრცლად რადიო NOR-ის აუდიოჩანაწერში, გორელოვკის #3 –სკოლის მასწავლებელი ; მაია ჭელიძე