ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ჩატარდა კონკურსი “ჩემი საყვარელი მხარე”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის 8 სხვადასხვა სკოლის მოსწავლემ.
ეს არის ტრადიციული ღონისძიება ,, ჩემი საყვარელი მხარე ” რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მაღალი კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მათ უკვე აქვთ გარკვეული ტექნოლოგიური უნარები იმისათვის, რომ შეძლონ ვიდეორგოლების გადაღება. მოსწავლეების თხოვნით, წელს კონკურსის ფორმატი შეიცვალა და ვიდეორგოლები მიეძღვნა სოფლად მცხოვრებ ქალებს – ამბობს რადიო NOR-თან საუბარში ლევონ ვარდანიანი .
ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით თითოეული მონაწილე კარგად იყო მომზადებული, ჟიურიმ და მონაწილეებმა ყველა გამარჯვებულად დაასახელეს. მხოლოდ გორელოვკის #3 და ჯიგრაშენის სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური საჩუქარი,როგორც საუკეთესო ოპერატორებს. მათ წარმოადგინეს მოკლე ვიდეორგოლი ,, ქალის როლი სოფლის ცხოვრებაში”
რადიო NOR-ი ასევე გაესაუბრა სოფელ დიდი გონდურის სკოლის მოსწავლეს, რომელიც მონაწილეობდა ამ კონკურსში. ,, გაიმარჯვოს საუკეთესომ” ამბობს გოჰარ არზმციანი.
კონკურსი “ჩემი საყვარელი მხარე” მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ განვითარებაში.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში რადიო NOR-თან ;