დაწყებითი სკოლა მნიშვნელოვანი ეტაპია ყველა ბავშვის ცხოვრებაში, ამიტომ მასზე მოგონებები ყოველთვის დარჩება მოსწავლეებთან. სწორედ დაწყებით სკოლაში ეყრება საფუძველი ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ბავშვი მომავალში გაამრავლებს და განავითარებს.
დღეს ნინოწმინდის #2 სკოლაში გაიმართა ღონისძიება “მშვიდობით, დაწყებითი სკოლა!”ღონისძიება მოამზადა IV ბ კლასის დამრიგებელმა, – გარსლიან ა. ი. ბავშვებმა ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყეს.
ღონისძიების მსვლელობისას, მოსწავლეები მღეროდნენ სიმღერებს, ცეკვავდნენ და აღტაცებით კითხულობდნენ ლექსებს სასკოლო ცხოვრების შესახებ. დაწყებითი სკოლის ბავშვები მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც 4 წლის განმავლობაში ეხმარებოდა და მათთან რჩებოდა.
პირველმა მასწავლებელმა მიულოცა ბავშვებს და უსურვა ჯანმრთელობა, წარმატება, რათა მათ არ ეშინოდეთ სირთულეების, მიისწრაფოდნენ ცოდნის სიმაღლეებისკენ და გაეხარებინათ მშობლები თავიანთი ნიჭითა და უნარებით.
მთელი ღონისძიების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მხიარული და ოდნავ სევდიანი განწყობა. გამოსამშვიდობებელი ვალსის ხმაზე დაწყებითი სკოლის ბავშვებმა დღესასწაული დაასრულეს.