საქართველოს დედაქალაქ თბილისში, 3 ივნისიდან 10 ივნისამდე ჩატარდა საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატი.
ქალაქ ნინოწმინდის, სპორტის სკოლის ჭადრაკის სექციამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაპატიჟებით, ასევე ნინოწმინდის სპორტული სკოლის დირექტორის ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით, მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატში, საიდანაც მე-2 ადგილითა და ვერცხლის მედლით დაბრუნდა. საქართველოს მასშტაბით, საამაყო მე-2 ადგილის მფლობელი, ნინოწმინდის სპორტული სკოლის, ჭადრაკის სექციის მოჭადრაკე, 13 წლის ვანიკ ბასენციანია.
1 500 რეიტინგის ჩემპიონატზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 64-მა მოჭადრაკემ მიიღო მინაწილეობა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით ჩატარდა, – იყო 9 ტური.
“7 ქულა დავაგროვე, მქონდა 6 გამარჯვება, 2 ფრე და 1 დამარცხება.” – ამბობს ვანიკი. მსგავსი შედეგით, მან საქართველოს ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა, – დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით, მე-2 ხარისხის დიპლომითა და 600 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით.
ვანიკი უკვე 3 წელია რაც ჭადრაკითაა აღტაცებული. მან ბევრ ჩემპიონატზე მიიღო მინაწილეობა, მათ შორის სომხეთის ჩემპიონატზე. ამასთან ერთად, ვანიკი სამცხე-ჯავახეთის 2023 წლის რეგიონალური ჩემპიონია.
ვანიკი და მისი მშობლები მადლობას უხდიან მწვრთნელ იურა კუიუმჩიანს და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას ჭადრაკის მაღალი დონისა და მხარდაჭერისათვის.
დაწვრილებით ჩვენს აუდიოჩანაწერში:
მწვრთნელ იურა კუიუმჩიანის თქმით, სექციის დანარჩენმა მოჭადრაკეებმა, ვინც ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღი, 50%-იანი რეზულტატი აჩვენეს.
წაიკითხეთ ასევე: