World Economic Forum-მა განაახლა მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების 2024 წლის ინდექსი (TTDI) და 119 ქვეყნის მონაცემების შესწავლის საფუძველზე, მსოფლიოს საუკეთესო ტურტული მიმართულებები დაადგინა.
მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულებად ამერიკა დასახელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს აშშ-მა 80 მილიონზე მეტ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლა, რამაც 1.8 ტრილიონი დოლარის წვლილი შეიტანა ქვეყნის მშპ-ში.
რეიტინგში მეორე ადგილს ესპანეთი, ხოლო მესამე ადგილს იაპონია იკავებს. ათეულში დარჩენილი ადგილები შემდეგმა ქვეყნებმა გადაინაწილეს:
- საფრანგეთი
- ავსტრალია
- გერმანია
- გაერთიანებული სამეგო
- ჩინეთი
- იტალია
- შვეიცარია
აღსანიშნავია ისიც, რომ 119 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის, საქართველო 45-ე ადგილს იკავებს. რეგიონში ქვეყნებს შორის საქართველოს თურქეთი უსწრებს, რომელიც 29-ე ადგილზეა. ამასთანავე, 56-ე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, ხოლო 72-ე ადგილს სომხეთი. აღსანიშნავია ისიც, რომ 119 ქვეყანას შორის რუსეთის რეიტინგი წარმოდგენილი არ არის.