ნინოწმინდის ჰოსპიტალის ეზოს ასფალტირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ნინოწმინდის მერიამ ტენდერი 15 აპრილს გამოაცხდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტის თანახმად, ტენდერის შედგენის შედეგად უნდა მოასფალტირდეს ნინოწმინდის #1 და #2 სასაფლაომდე მისასვლელი გზები, ნინოწმინდის ჰოსპიტალის ეზო და ასევე უნდა შეკეთდეს ორმოები არსებულ მოასფალტებულ გზებზე (გარდა ცენტრალური გზებისა).
ქალაქ ნინოწმინდის # 1, 2 სასაფლაოსთან მისასვლელი და შიდა გზების მოასფალტირება დასრულებულია.
ტენდერი შპს “ჯავახავთოგზამ” 823,000.00 ლარის ოდენობით მოიგო.ჰოსპიტალის ეზოს მოასფალტებისათვის – 50 000 ლარი, #1 სასაფლაოს გზა – 213 187 ლარი, #2 სასაფლაოს გზა – 152 023 ლარი.
იხილეთ ასევე რადიო NOR-ის მასალა ;
ნინოწმინდის ჰოსპიტალის ეზოს მოასფალტირება დაიწყო
ნინოწმინდის მერიამ ორმოების, ჰოსპიტალის ეზოსა და გზების მოასფალტების ტენდერი გამოაცხადა