ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, სამცხე- ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებსა და დიდ დასახლებებში ფეხბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ერთად უყურონ მატჩებს. წერს sknews.ge
ადიგენის მუნიციპალიტეტი:
დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია
სოფელი უდე, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია
ასპინძის მუნიციპალიტეტი
დაბა ასპინძაში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული ღია კინოთეატრი
ბაკურიანის ცენტრალურ პარკი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნინოწმინდის კულტურის სახლის დარბაზი
უკვე ყველგან დამონტაჟებულია დიდი ზომის, გარე გამოყენების ეკრანები. თითოეული ლოკაცია, როგორც საფეხბურთო, ასევე ეროვნული განწყობის ამაღლების მიზნით, ჩემპიონატის მიმდინარეობისას შესაბამიად იქნება მოწყობილი – საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე გამოიფინება საქართველოს დროშები და საფეხბურთო ატრიბუტიკა, მუსიკალური გაფორმებისთვის დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები, მოწყობილი იქნება კვების სივრცეები.