სოფელ გორელოვკაში სასაფლაოს ღობე ჩამოინგრა

სოფელ გორელოვკაში სასაფლაოს ღობე ჩამოინგრა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელ, გორელოვკაში, დუხობორების სასაფლაოს ღობე ჩამოინგრა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წერილობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის   მერიას მიმართეს.

რადიო NOR-ის ჟურნალისტი გაესაუბრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილეს , არმენ ბდოიანს, რათა გაეგო თუ რას აპირებს მერია ამ საკითხთან დაკავშირებით ,,მერიაში  წერილობითი შეტყობინება უკვე მიღებულია,  შეიქმნება კომისია და დაითვლიან თუ რამდენი  თანხაა საჭირო სარემონტო სამუშაოებისათვის  და დაიწყება ღობის სარემონტო სამუშაოები. მერია უყურადღებოდ არ დატოვებს ამ ფაქტს  “‘ ამბობს, არმენ ბდოიანი.

19 -ივნისს მერიის წარმომადგენლები სოფელ, გორელოვკაში,  ადგილზე მივიდნენ და სასაფლაოს ჩამოშლილი ღობე დაათვალიერეს.

 

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში რადიო NOR-თან,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, მერის მოადგილე ; არმენ ბდოიანი

Radio NOR · სოფელ გორელოვკაში სასაფლაოს ღობე ჩამოინგრა