ირანი ციფრულ რიალს საჯარო მიმოქცევაში უშვებს

ირანი ციფრულ რიალს საჯარო მიმოქცევაში უშვებს

ირანის ცენტრალური ბანკი 21 ივნისიდან საჯარო მიმოქცევაში ციფრულ რიალს ჩაუშვებს. ამის შესახებ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. წერს BPN.

კერძოდ, კუნძულ კიშზე, რომელიც ირანის ცნობილი კურორტი და სპარსეთის ყურეში თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, საბანკო ქსელის მომხმარებლები შესყიდვებსა და სხვა კლიენტების საფულეებში გადარიცხვებს ქაღალდის ფულის ან საბანკო ბარათების გამოყენების გარეშე, ციფრული რიალებით შეძლებენ. ციფრული რიალით გადახდა „მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის მიერ გენერირებული შტრიხკოდის სკანირებით“ მოხდება.

21 ივნისიდან პროექტი, საჯარო გამოყენების შესაძლებლობით, ფართო ტესტირების ეტაპზე ორი ირანული ბანკის, Mellat-ისა და Tejarat-ის მონაწილეობით გადავა, რაც კიშის კუნძულიდან დაიწყება.

“ეს ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული ზომებისა და ახალი ოპერაციული სერვისის, „ციფრული რიალის“ საპილოტე ეტაპის პროგრესის შედეგად იქნა მიღწეული,” – წერს ბანკი.

ცნობისთვის: ირანის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული რიალის პროექტზე მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო.