სად ირიცხება საქართველოდან ფული

სად ირიცხება საქართველოდან ფული

საქართველოდან ფულადი გზავნილების შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში ქვეყნიდან 30.141 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 3.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის მაისში საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა 31.246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წერს BPN.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა, ლიდერობს თურქეთი 21%-ით, რომელსაც მოსდევს აზერბაიჯანი 14%-ით და რუსეთი 12%-ით.

უფრო კონკრეტულად, ფულად გადარიცხვებში, ქვეყნების ათეული ასეთია:

 

  • თურქეთი – 6.200 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 4.171 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია – 3.613 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა – 2.309 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი – 1.470 მლნ აშშ დოლარი
  • უზბეკეთი – 1.203 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ – 1.145 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი – 1.117 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი – 1.009 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია – 1.000 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, საქართველოში ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში საქართველოში 284.308 მლნ გადმოირიცხა, წინა წლის იგივე პერიოდში – 390.240 მლნ აშშ დოლარი.