ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზაზე, განსაკუთრებით ნინოწმინდა-ფარვანას მონაკვეთზე, ათეულობით ღრმა ორმოა, რაც აფერხებს მოძრაობას და ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს.
იგეგმება თუ არა ცენტრალურ გზაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება, შევეცადეთ, ამ საკითხზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს დავკავშირებოდით. თუმცა, მრავალი მცდელობის შემდეგ, ჩვენს ზარებს პასუხი არ მოჰყვა.
რადიო NOR-ი შეეცდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ელ. ფოსტით დაუკავშირდეს. სტატია განახლდება.