ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში ძაღლები ბავშვებს ისევ თავს დაესხნენ

ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში ძაღლები ბავშვებს ისევ თავს დაესხნენ

ქალაქ ნინოწმინდაში ბევრი მაწანწალა ძაღლია. ისინი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არიან და ხანდახან თავს ესხმიან მოქალაქეებს.

24 – ივნისს ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში, მაწანწალა ძაღლები, ისევ თავს დაესხნენ ბავშვებს. ძაღლების თავდასხმა ნინოწმინდის მოსახლეობაზე და უფრო ხშირად პატარა ბავშვებზე   სერიოზული პრობლემაა, რომელიც საჭიროებს ყურადღებას და  სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას.

რადიო NOR-მა არაერთხელ გააკეთა მასალა ამ დიდი პრობლემის შესახებ,ქალაქ  ნინოწმინდაში.

ბავშვები ყვირილით გარბოდნენ” – ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში ძაღლები ბავშვებს თავს დაესხნენ

ქალაქ ნინოწმინდაში მაწანწალა ძაღლები კვლავ აქტუალური თემაა

ნინოწმინდაში მოხეტიალე ძაღლების რაოდენობა იზრდება: გამოწვევები და გადაწყვეტილებები

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ცხოველების მიმართ სისასტიკეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლების მოკვლა პრობლემას არ გადაჭრის.ქალაქ ნინოწმინდაში მოხეტიალე ძაღლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც არა მხოლოდ უკმაყოფილობას, არამედ შიშს იწვევს მოსახლეობაში.

ვინ უნდა დაეხმაროს მოსახლეობას ამ პრობლემის გადაჭრაში და რა უნდა მოიმოქმედონ მათ, ამაზე პასუხი ნინოწმინდის მოსახლეობას დღემდე არააქვს.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში რადიო  NOR-თან;

Radio NOR · ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში ძაღლები ბავშვებს ისევ თავს დაესხნენ