ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკაში არაერთი სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემაა. ერთ-ერთი მათგანია მინი სტადიონის არარსებობა.
ამის შესახებ ვლადიმიროვკის მკვიდრმა, არტიომ ქურქჩიანმა განაცხადა: “სოფელში ბევრი ახალგაზრდაა, თუ მინი-ფეხბურთის მოედანი გვექნება, ახალგაზრდებს რაღაც გასართობი და დროის გაყვანის ადგილი მაინც ექნებათ. თითქმის ყველა სოფელში არის სტადიონები, გარდა ვლადიმიროვკისა, ჩვენც ხალხი ვართ, ვცხოვრობთ აქ. არც ჩემპოინატებზე, არც კონკურსებზე, – არსად ვიღებთ მონაწილეობას. მხოლოდ არჩევნების დღეს მოდიან და ამბობენ: “ხმა მოგვეცით.” თუ წელს ყურადღებას არ მოგვაქცევენ და ესე გაგრძელდება, არჩევნებში არავინ მიიღებს მონაწილეობას.”
მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს სოფელ ფოკადან ვლადიმიროვკამდე გზის შეკეთების დაუმთავრებელი სამუშაოების, ღამის განათებისა და საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.