ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. ამ სტატიაში ჩვენ გვინდა ვიზუალურად გაჩვენოთ ცვლილებები 4 წლის განმავლობაში, ასევე რამდენად გაიზარდა ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით 2020 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში.
წარმოგიდგენთ ბიუჯეტის ზრდის გრაფიკს, რომელიც ასახავს 2020 წლიდან 2024 წლამდე ბიუჯეტის მოცულობას ლარში.
როგორც ჩანს გრაფიკში, ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში 6,964,000 ლარით გაიზარდა, რაც 100.4% -იანი ზრდაა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 წელიწადში გაორმაგდა.
ყველაზე დიდი ზრდა წინა წლებთან შედარებით (2020-2024 წლების პერიოდში) 2023 წელს იყო, — ბიუჯეტი 2022 წელთან შედარებით 2,680,000 ლარით გაიზარდა, ხოლო ყველაზე მცირე ბიუჯეტის ზრდა 2020-დან 2024 წლამდე პერიოდში 2021 წელს ფიქსირდება, სადაც 2020 წლიდან მოყოლებული ზრდა 179,000 ლარია.