ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები გაუქმებულია

ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები გაუქმებულია

დღეიდან საქართველოში უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები გაუქმდა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული შეეხო 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია ხორციელდება.

სააგენტოს ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის აქციის ფარგლებში ლამინირებული პირადობები 105 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩაანაცვლა.

BPN