ფოტო არქივიდან
2024 წელს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში პროექტის “დახმარება სოფლელს” ფარგლებში, სოფელ ეშტიას გადაწყვეტილებით, 20 000 ლარიდან 5 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა სასმელი წყლის ავზის შემოღობვისა და კეთილმოწყობაში. ხოლო დანარჩენი 15 ათასი ლარი მეცხოველეობის შენობის სახურავის მე-2 ეტაპის მშენებლობის გაგრძელებისთვის იყო გათვალისწინებული.
ეშტიის სოფლის თემის რწმუნებილ, ეგორ კოტოიანს ვესაუბრეთ, თუ როდის დაიწყება აღნიშნული სამუშაოები. “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეცხოველეობის კომპლექსის სახურავის მშენებლობის გაგრძელება და წყალსაცავის შემოღობვა. ეს სამუშაოები გადაეცემა მშენებელს პირდაპირი ხელშეკრულებით, რამდენიმე დღეში ნათელი გახდება, ვინ გაიმარჯვებს და მალე დაიწყება სამუშაოები.”