საშაურმეების ჩამონათვალი, სადაც დარღვევები გამოვლინდა

საშაურმეების ჩამონათვალი, სადაც დარღვევები გამოვლინდა

წელს (25 ივნისის მდგომარეობით) საქართველოს მასშტაბით, საშაურმეებში ჯამში განხორციელდა 176 სახელმწიფო კონტროლი. ამათგან, 24 შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ bpn-ს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 24-იდან 3 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ბიზნესოპერატორთა მიმართ გაიცა მითითებები HACCP-ის პრინციპების დანერგვის, HACCP-ის პრინციპების სწავლებისა და ჰიგიენის ზოგად მოთხოვნებთან დაკავშირებით.

Bpn-ი სურსათის უვნებლობის სააგენტოზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ობიექტების ობიექტების ჩამონათვალს, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა:

  • შპს ბანი
  • შპს ,,ბესთ ფუდ”
  • შპს ,,სულთან კაფე”
  • შპს სკალა
  • შპს მეჯიქ სოუსი
  • შპს სთრით ფუდ 125 – ორჯერ გამოვლინდა დარღვევები, საბოლოოდ საწარმოო პროცესი შეუჩერდა
  • შპს ქუთე 2022
  • შპს ტონა (საწარმოო პროცესი შეუჩერდა)
  • შპს ანი-პონჩო
  • შპს შაურმაფია
  • შპს დონ ჩიჩო 2007
  • შპს მადლი – თბილისში ქართველიშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალში 3 ჯერ გამოიკვეთა დარღვევები, ხოლო ქუთაისის ქუჩის კვეთაზე ერთხელ. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, საბოლოოდ კომპანიას შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

გარდა ამის, დარღვევები გამოვლინდა 8 ინდმეწარმე სუბიექტის შემთხვევაშიც, რომელთაც მიეცათ გაფრთხილება.

BPN