როდის დაიწყება სოფელ სათხეს შიდაგზის მონაკვეთის ასფალტირება

როდის დაიწყება სოფელ სათხეს შიდაგზის მონაკვეთის ასფალტირება

რადიო- NOR- ი  3- ივნისს   დაუკავშირდა შპს,,ჯავახავტოგზის” დირექტორს ნოდარ ინასარიძეს და შეეცადა გაერკვია თუ როდის დაიწყება ასფალტირება ,, ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება გზის მონაკვეთის ასფალტირება. მოსახლეობამ ჯერ უნდა შეიცვალოს წყლის და კანალიზაციის მილებია,,ამბობს ნოდარ ინასარიძე.  შეგახსენებთ, რომ სათხეს შიდაგზის  მოასფალტირება კომპანია შპს,,ჯავახავტოგზასევალება.სოფელ სათხეს მოასფალტირებაზე გამოყოფილია 840 000 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 95 %, და  ადგილობრივი ბიუჯეტიდან– 5 %.  გამოცხადდა საერთო ტენდერი ჟდანოვი-სამება-სათხე გზების შეკეთებაზე  3 146 298 ლარის ოდენობით.    3 060. 000  ლარის ოდენობით,ტენდერში გამარჯვებული კომპანია გახდა  შპს ,,ჯავახავტოგზა”. (NAT230027429)

რადიო NOR -ი 18 აპრილს დაუკავშირდა შპს,,ჯავახავტოგზის” საქმეთამწარმოებელ, გიორგი ინასარიძეს, . მისი თქმით წვიმიან ამინდს ელოდებიან და ამიტომ ასწრებენ გაწმენდით სამუშაოებს. მისივე თქმით გზა 880 მეტრის სიგრძეზე იქნება მოასფალტირებული,მაგრამ ასფალტირეაბა დღემდე არ არის დაწყებული.

 

2023 წლის ივლისში რადიო NOR-მა გამოაქვეყნა სტატია,რომელშიც სოფელ სათხეს მაცხოვრებლები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ადგილობრივი გზების ცუდი მდგომარეობის გამო.

გზის მოასფალტება სოფელ სათხაში: სამოქმედო გეგმა და მოსახლეობის მოლოდინი

მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ადგილობრივი გზების ცუდი მდგომარეობის გამო.  და ამბობდნენ, რომ გზები განსაკუთრებით უარესდება წვიმის დროს, და  შეუძლებელი ხდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე მანქანით.განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია სასაფლაოსკენ მიმავალი გზა. ,, ყოველდღე ჩვენი მანქანები ფუჭდება, ფულს ვხარჯავთ მანქანის შეკეთებაზე, მაგრამ რა აზრი აქვს მანქანის შეკეთებას, თუ რამდენიმე დღის შემდეგ, ამ გზაზე სიარულის შემდეგ, ყველაფერი ისევ დაზიანდება“.ამბობდნენ სათხეს მაცხოვრებლები.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში რადიო-NOR თან ; ნოდარ ინასარიძე

Radio NOR · როდის სოფელ სათხეში შიდაგზის მოასფალტებ