სოფელ ეფრემოვკაში შიდა გზა არ არის ასფალტირებული. გზაზე ბევრი ორმოა, რაც მანქანების მოძრაობას აფერხებს. წვიმიან ამინდში გზის მდგომარეობა უარესდება, რაც უქმნის დისკომფორტს როგორც ქვეითებს, ასევე მძღოლებს.
ამ საკითხის თაობაზე და ასევე გზის შეკეთებასთან დაკავშირებით, რადიო NOR-მა მიმართა გორელოვკის სოფლის თემის რწმუნებულ, მნაცაკან ბაბაჯანიანს. რწმუნებულის თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე აქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ეფრემოვკისა და გორელოვკის შიდა გზის მოასფალტებას.
დაწვრილებით ჩვენს ადუიდიოჩანაწერში მნაცაკან ბაბაჯანიანთან:
როგორც ბაბაჯანიანთან საუბრიდან გაირკვა, წელს იგეგმება გზის გასწორება, როგორც კი დაფინანსება იქნება შესაძლებელი, – გზა უნდა მოასფალტდეს. რადიო NOR-ი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას და ახალ დეტალებს შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.