ქალაქ ნინოწმინდაში, მე-5 დღეა გაის ქუჩაზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
გაის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ხაზზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ზოგიერთ მაცხოვრებელს აქვს ძველი წყალმომარაგების ხაზი, რომელიც ჰოვსეპიანის ქუჩიდანა გაყვანილი, სადაც ასევე მიმდინარეობს მუშაობა წყალმომარაგების ახალ ხაზზე.
მოსახლეობას, რომლის წყალმომარაგების ხაზიც ჰოვსეფიანის ქუჩიდანა, უკვე მეხუთე დღეა წყალმომარაგების პრობლემა აქვთ. გაის ქუჩის მკვიდრი ლაურა ვანციანი აღნიშნავს: “მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს. ალბათ სამუშაოებვის განხორციელებისას მილები დაზიანდა. მეშინია ასე არ დატოვონ, თორემ ზამთარში წყალი არ გვექნება.”
რადიო NOR საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის ფილიალს დაუკავშირდა. ტექნიკური მენეჯერის, ვანო გელაშვილის თქმით, ჰოვსეფიანის ქუჩაზე მუშაობის დროს, რამდენიმე დღის წინ დაზიანდა გაიას ქუჩის წყალმომარაგების ხაზი, თუმცა პრობლემა დროულად აღმოიფხვრა, არსებული პრობლემა კი სარქველში იყო. კომპანიის თანამშრომლებმა პრობლემა აღმოიფხვრეს და წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება.
ვანომ ასევე აღნიშნა, რომ სარქველის პრობლემა, სავარაუდოდ, თავად მოსახლეობის ქმედებებით იყო გამოწვეული. ასეთი პრობლემები მთელ ქალაქში შეინიშნება, რადგან მოსახლეობას სარქვლის დაყენება ისე სურს, რომ მეტი წყალი მიეწოდოს, რაც დაუშვებელია.
რადიო NOR-თან ინტერვიუში ვანომ ისიც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქალაქში წყლის ნაკლებობაა. 3-დან მხოლოდ 1 რეზერვუარი მუშაობს, მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები ახალი წყალმომარაგების ხაზის ასაშენებლად, რამაც შეიძლება ადგილებზე მილების დაზიანება გამოიწვიოს, მაგრამ კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემები დროულად მოაგვაროს.