რადგან ნინოწმინდის მუნიცნალიპალიტეტის მერიაში რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა არის ერთმხრივი და მერიის შესაბამისი განყოფილების პასუხი უცნობია.
მრგვალ ტბაში წყლის დონე კვლავ მცირდება. ტბის გარშემო, მოსახლეობის მიერ მიმოფანტული და დატოვებული ნაგავია: მინის ბოთლები, სიგარეტის კოლოფები და რეზინის ხელთათმანები შეიმჩნევა სანაპიროზე და ტბაში. ასევე ტბაში მრავლადაა შლაკები და ტბა ჭაობად ქცევას განაგრძობს. საკმაოდ შემცირებულია წყლის დონე ტბაში და შესაძლოა, რომ მრგვალი ტბა , ცოტახანში მრგვალ ჭაობად გადაიქცეს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მრგვალ ტბაში წყლის დონის ასამაღლებლად სანიაღვრე არხების მშენებლობაზე სამუშაოები ჩატარდა. დაახლოებით ორი კილომეტრი ჭაობი გაიწმინდა და ტბაში წყალი გაიხსნა. მაგრამ ამას უკვე მეორე წელია არავინ აკონტროლებს.
რადიო NOR-ი არაერთხელ დაინტერესდა ამ საკითხდით და გააკეთა რეპორტაჟი ამ თემასთან დაკავშირებით.
მრგვალი ტბა მდებარეობს ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ, დიდ ხანჩალის შორის. ამ დროისთვის ტბა საჭიროებს კეთილმოწყობას და დასუფთავებას, რომ გახდეს ადგილი, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს და შექმნის კომფორტულ პირობებს დამსვენებლებისთვის და თავად ადგილობრივებისთვისაც.