ნინოწმინდა დღეთიდღე ვითარდება და ბიზნესი ქალაქისა და რეგიონების მდგრადი განვითარბეის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ქალაქ ნინომწინდაში განვითარებულია საცალო ვაჭრობის ბიზნესი, თავის მოვლის სალონები, ასევე ავტოსამრეცხაოები, ავტოსერვისები, მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობა, ასევე არსებობს რძის გადამამუშავებელი ქარხნები. რადიო NOR-ი დაინტერესდა ნინოწმინდელების ბიზნეს იდეებით და ამ თემის ირგვლივ ქალაქში გამოკითხვა ჩაატარა.
როგორც აღნიშნავს უმეტესობა, მათ კონკრეტული ბიზნეს იდეები არ გააჩნიათ, თუმცა იკვეთება სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის განვითარების იდეები, სარწყავი სისტემის ბიზნესი, უცხოური კომპანიების (მაგ. Wildberries) გაცემის პუნქტის გახსნა და ასევე ტურიზმის განვითარება და ამ სფეროში სხვადასხვა ბიზნეს იდეების განხორციელება.