ქალის ქორწინების ასაკი დამოკიდებულია ქვეყნის კანონმდებლობაზე და კულტურულ ნორმებზე. საქართველოში მინიმალური ქორწინების ასაკი 18 წელია, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევებში, სასამართლოს ნებართვით, შესაძლებელია 16 წლის ასაკშიც.
ქორწინება დიდ პასუხისმგებლობას და პარტნიორობის უნარს მოითხოვს.რადიო NOR-ი დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე ნინოწმინდის მოსახლეობა, მათი აზრით რამდენი წლის ასაკში უნდა შექმნას ოჯახი ქაალმა და ამ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა ნინოწმინდის მაცხოვრებლებთან.
,, ადრე 18 წლის ასაკში თხოოოვდებოდნენ გოგონები და სკოლის დამთავრების შემდეგ ქმნიდნენ ოჯახს, ეხლა ყველაფერი შეიცვალა და ქალი თაავად წყვეტს როდის უნდა გათხოვდეს ” ამბობს ნინოწმინდის მაცხოვრებელი.
ნინოწმინდის მაცხოვრებლების აზრი განსხვავებული.
,, ნაწილი ფიქრობს, რომ 25 წლამდე უნდა გათხოვდეს ქალი, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასაკს მნიშვნელობა არააქვს და ბედზეა დამოკიდებული ,,
,, შეიძლება 40 წლის გათხოვდეს და ბედნიერი იყოს ,, ამბობს მეორე მაცხოვრებელი.
თითოეული წყვილი უნიკალურია, ამიტომ ქორწილისთვის შესაფერისი დრო ყველასთვის განსხვავებული იქნება. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება მიზანმიმართული და შეგნებული უნდა იყოს.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში : ნინოწმინდის მაცხოვრებლები