სოფელ განძაში გზის მონაკვეთი ასფალტდება, რომელიც სოფლის შიდა გზას ცენტრალურს უკავშირებს.
მოასფალტებული მონაკვეთი სოფელ განძას სასაფლაოს გასწვრივაა. დაგებული გზის სიგრძე 246 მეტრია, რიტუალების სახლის ეზოს ნაწილი კი გზასთან ერთად ასფალტდება.
სოფლის მკვიდრ ვაღინაკ ღაზარიანის თქმით, განძაში ცოტა სამუშაოები მიმდინარეობს, სოფლის მასშტაბის გათვალისწინებით [სოფელი განძა ყველაზე დიდი სოფელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]. მისივე თქმით, არსებობს სხვა შიდა სოფლის გზებიც, რომლებიც გაუვალია და უპირველეს ყოვლისა მათი მოასფალტებაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოებისთვის 149,200 ლარი გამოიყო. თანხის 59.48% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 40.52% — სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავთოგზა” ახორციელებს, რომელმაც ტენდერი 138 000 ლარად მოიგო.