ვინაიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასთან რადიოსა და ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა ცალმხრივია და მერიის შესაბამისი დეპარტამენტის პოზიცია უცნობია.
16- ივნისს ნინოწმინდის მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის, რომელის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთი წელია რაც დაუსრულებლად მიმდინარეობს, შენობის გარშემო არსებული ხარაჩოები მოხსნეს და წაიღეს. რადიო NOR-ი დაინტერესდა გაგრძელდება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მუშებს ამ თემაზე გაესაუბრა, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ მათ ამ თემაზე ინფორმაცია არააქვთ. კომპანია შპს “იქს-2 “ რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა ხარაჩოები ქირით ქონდა მათგან აღებული .
ხარაჩოების მოხსნის შემდეგ , მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამშენებლო მასალებია მიმოფანტული. აქვეა სამშენებლო მასალის ნაგვით სავსე ტომრები, პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები . კორპუსის გაზის მრიცხველებზე, კარ-ფანჯრებზე , მილებზე შემხმარია ცემენტის მასა. კორპუსის მაცხოვრებლები , ფანჯრებზე შემხმარ ცემენტს საკუთარი ძალებით ასუფთავებენ.
ნინოწმინდაში მრავალსართულიანი შენობების ფასადების რეაბილიტაცია კვლავ შეჩერებულია. სამუშაოების დასრულებისთვის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “იქს-2” ახორციელებდა . სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, შპს “იქს-2-სა” და ნინოწმინდის მერიას შორის დადებული ხელშეკრულება შეუსრულებელია.
იხილეთ ძველი მასალა: