19 ივლისს, ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დროს განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ,, საზღვარგარეთ მუშაობის განპირობებული პრობლემების ხედვის ოპტიმიზაცია, განათლების სისტემაში არსებული მიმდინარე გამოწვევების მიმოხილვა, რომელთა გამო დასაქმების ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება არ შეესაბამება ერთმანეთს, სამცხე-ჯავახეთში ეკონომიკური ბარიერების მიმოხილვა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების და ტურიზმის განვითარების კონტექსტში “
შეხვედრის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთში უმუშევრობის, დასაქმებისა და იმიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა, პრობლემების დაძლევის შესაძლო გზების მიმართ ხედვის გაზიარება და რეკომენდაციის მომზადება შესაბამისი დარგის უწყებისა და დაწესებულებებისათვის.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში ;ახალქალაქის ზრდასრულთა ცენტრის დირექტორი, შორენა თეთვაძე