ევროკომისიამ Glovo-ს წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ Glovo-ს წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ Delivery Hero-სა და Glovo-ს მიერ ევროკავშირის კონკურენციის წესების შესაძლო დარღვევაზე ანტიმონოპოლიური გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

Delivery Hero და Glovo ევროპაში საკვების მიწოდების ორი უმსხვილესი კომპანიაა. 2018 წლის ივლისიდან Delivery Hero კომპანია Glovo-ში მინორიტარულ წილს ფლობდა, ხოლო 2022 წლის ივლისში მასზე ერთპიროვნული კონტროლი მოიპოვა.

კომისია შეშფოთებულია იმით, რომ შერწყმა-შთანთქმამდე Delivery Hero-მ და Glovo-მ შესაძლოა, გეოგრაფიული ბაზრები გაიყვეს და ერთმანეთში კომერციულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაცვალეს, როგორიც არის კომერციული სტრატეგია, ფასები, სიმძლავრეები, ხარჯები, პროდუქციის მახასიათებლები. ასევე, კომპანიები შესაძლოა, შეთანხმდნენ, ერთმანეთის თანამშრომლები არ გადაებირათ, რა პრაქტიკასაც Glovo-ში Delivery Hero-ს მინორიტარული წილი განაპირობებდა.

თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, კომპანიები კონკურენციის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის დამრღვევები იქნებიან, რომელიც კარტელსა და შემზღუდველ ბიზნესპრაქტიკას კრძალავს.

BPN