4 აპრილიდან საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა დემონსტრაციები კანონპროექტთან დაკავშირებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობა”, თუმცა 14 მაისს მათ მესამე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს “რუსულ კანონს”. დღეს, 1 აგვისტოს, “რუსული კანონი” ძალაში შევიდა, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს დარეგისტრირდნენ როგორც უცხოეთის ძალის გამტარებელი ორგანიზაციები.
აღსანიშნავია, რომ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20% – ზე მეტი უცხოეთიდან მოდის. კანონის თანახმად, რეგისტრაციისას აუცილებელია ინფორმაციის ასახვა ნებისმიერი თანხის წყაროს, ზომისა და დანიშნულების და წინა წელს მიღებული ქონების ღირებულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 31 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას დახმარება 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით შეუჩერა.
რადიო NOR-ი დაინტერესდა ნინოწმინდელების აზრით ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით:
“არ ვიცი, ჩვეულებრივი სოფლად მცხოვრბეი ვარ და არ მესმის ამისი. უნდა პოლიტიკოსებს ვკითხოთ. ან იქნებ სამომავლოდ უკეთესი იქნება?”- ამბობს სოფელ დილიფის მკვიდრი.
“არც კი ვიცი, რა ვთქვა, ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ინტერესები და უნდა დაიცვას ისინი, და არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეზღუდონ საქართველოსთვის დახმარება, განსაკუთრებით ფულადი”, – განაცხადა ნინოწმინდის მკვიდრმა NOR-თან ინტერვიუში.
“რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, თუ კანონი ძალაში შევა? რამდენი ადამიანი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებში? – ყველა სამსახურს დაკარგავს. რუსეთისგან შორს უნდა ვიყოთ, საბჭოთა პერიოდშიც რუსეთისგან კარგს ვერაფერს ვხედავდით”, – ამბობს ნინოწმინდის მკვიდრი.
გამოკითხულთა რესპონდენტების აზრის თანახმად, ზოგი ხედავს საფრთხეს საქართველოსთვის და აცხადებენ, რომ შესაძლოა საქართველო კვლავ რუსეთის “მსხვერპლად” იქცეს, ხოლო აშშ-სა და ევროკავშირის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა იყო აზრიც, რომ რუსეთში გამომუშავებული და მიღებული თანხა უფრო მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქეებისთვის და უნდა ვიყოთ იმათთან, ვისგანაც თვალსაჩინო სარგებელი გვაქვს, – ანუ რუსეთთან.