სექტემბერში,ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაიხსნა. ახალი ოფისი პარტიის მხარდამჭერებსა და დაინტერესებულ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, გაეცნონ პარტიის ხედვებსა და პროგრამებს. ნინოწმინდაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არმენ პოდოგლიანი არის, რომელიც აქტიურად ხელმძღვანელობს ნინოწმინდაში პარტიული საქმიანობის ორგანიზებას.
26 სექტემბერს პარტიის წევრები შეხვდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – განძის, ფოკის და არაგიალის – მოსახლეობას.
პარტიის ოფისი ნინოწმინდაში ყოველდღიურად მუშაობს დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს პარტიის პროგრამას და მიიღოს ინფორმაცია.
არმენ პოდოგლიანის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას და მომავალშიც გეგმავს შეხვედრებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.