სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
თუმცა, იმ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ხიდის მიმდებარე სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რესპოდენტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ნინოწმინდაში სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობა,წვიმიან ამინდში იწვევს ქუჩების დატბორვას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას, რაც უწესრიგობას ქმნის ქალაქის მაცხოვრებელთა ცხოვრებაში. წვიმიანი სეზონის დროს წყლის უკონტროლო დაგროვება იწვევს გზების დაზიანებას და მიმდებარე საცხოვრებელი ობიექტების დატბორვას.