სოფელ ვლადიმიროვკაში გზის ასფალტირების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სოფელ ვლადიმიროვკაში გზის ასფალტირების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკაში გზის ასფალტირების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება , რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ახალი გზა არა მხოლოდ გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს, არამედ ტრანსპორტირების დროსაც საგრძნობლად შეამცირებს და სოფელს უკეთეს კავშირს მისცემს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიასთან.

ვლადიმიროვკის მცხოვრებლების თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების თქმით, ასფალტირებული გზა ბევრად დაზოგავს დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებში. ადრე, სასწრაფო დახმარების მანქანები მხოლოდ სოფელ ფოკამდე მიდიოდნენ, რადგან ვლადიმიროვკაში გზა არ არსებობდა. მძღოლები ხშირად ითხოვდნენ პაციენტის თავად გადაყვანას ფოკამდე, რაც დამატებით საფრთხეს ქმნიდა, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში გვეუბნება, სოს არაქელიანი სოფელ ვლადიმიროვკის მკვიდრი.

მოსახლეობის თქმით, ახალი გზა ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და მის მეტ ინტეგრაციას რეგიონთან და აქ ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.


რადიო NOR-მა ადრეც გამოაქვეყნა სტატია სოფელ ვლადიმიროვკაში მიმდინარე ასვალტირების სამუშაოებზე.

სოფელ ვლადიმიროვკის გზა მოასვალტირდება

შეგახსენებთ, რომ ასფალტირების სამუშაოებს შპს.ჯავახავტოგზა ახორციელებს NAT230027460

ვრცლად რადიო NOR-თან;სოფელ ვლადიმიროვკის მაცხოვრებელი, სოს არაქელიანი.

Radio NOR · სოფელ ვლადიმიროვკასი გზის ასვალტირება დასრულდა