2024-წლის ოქტომბრის მონაცემებით, ნინოწმინდის სოფლებში 1 ლიტრი რძის ფასი 1-დან 1.30 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია სოფლის მდებარეობასა და სეზონურ მოთხოვნებზე.
ფასები სოფლების მიხედვით
სამება – 1.30 ლარი
ჟდანოვი-1.30
ორლოვკა-1.30
ეფრემოვკა-1.30
გორელოვკა, სპასოვკა, ჰეშტია, ჯიგრაშენი, ფოკა, ფარავანი, თორია, დილიფი – 1.20 ლარი
დიდი გონდურა და მამწვარა – 1 ლარი
მოსახლეობა უკმაყოფილოა რძის ფასების დაცემით, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ბევრ სოფელში რძის რეალიზაცია ფერმერების ძირითადი შემოსავლის წყაროა, ხოლო ფასების კლება მათთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.მეურნეობის მფლობელებისთვის ფასი, რომელიც 1-1.20 ლარს შეადგენს, არაპრაქტიკულად მიიჩნევა, რადგან ამ პერიოდში იზრდება ხარჯები პირუტყვის მოვლაზე, საკვების მომარაგებასა და სოფლის მეურნეობის სხვა ოპერაციებზე.
მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ფასები მომავალი თვიდან დასტაბილურდება და რძის უფრო მომგებიანად გაყიდვის შესაძლებლობა გაჩნდება.იხილეთ რადიო NOR-ის ძველი მასალა. “ერთი ლიტრი რძე წყალზე იაფი ღირს” – სპასოვკის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ