საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მათ შორის “ალიკ მედია” ეწინააღმდეგებიან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონს, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას. კანონი უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ “უცხოურ აგენტებად”.
ალიკ მედიას დირექტორი ლიზა ტოროსიანი აღნიშნავს, რომ ახალი კანონი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს უწოდებს “უცხოურ აგენტებს”, რაც პირდაპირ შეაფერხებს მათ მუშაობას და აუდიტორიასთან ურთიერთობას.
– “ალიკ მედია არ დარეგისტრირებულა უცხოურ აგენტის რეესტრში, რადგან ეს ხელს შეგვიშლის მუშაობაში და რთულ ვითარებამდე მიგვიყვანს”, – ამბობს ტოროსიანი, – “[აგენტის] ჭდე დააზიანებს უკუკავშირს აუდიტორიასთან, რომელიც ელის პრობლემების დაძლევას მედიაში გაშუქებით”.
ლიზა ტოროსიანი და მედიის სხვა ხელმძღვანელები ხაზს უსვამენ, რომ ეს კანონი გამიზნულია დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობენ.
– “ალიკ მედია, ისევე როგორც სხვა დამოუკიდებელი მედია, მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირებას საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების შესახებ.
საქართველოში „ალიკ მედია“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ ახალი ამბების მიწოდებაში, არამედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი კრემლის მიერ გავრცელებული მზარდი დეზინფორმაციის ფონზე, “ალიკ მედია” მონაწილეობს მედიაწიგნიერების პროგრამებში”.
ტოროსიანის თქმით, ისინი სპეციალურ კურსებს ატარებენ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოგვიანებით გახდებიან მედიაწიგნიერების ელჩები. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც აჩვენებს, რომ მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი და სანდო.
რაც შეეხება დაფინანსებას, ალიკ მედია, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება, ძირითადად ფინანსდება საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების მიერ, ვინაიდან ორგანიზაცია, თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, არ იღებს დაფინანსებას პოლიტიკური პარტიებისგან და ხოლო მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოში მზარდი სიღარიბის გამო.
– “ჩვენ გვაფინანსებენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დონორები. ისინი არ ზღუდავენ და არანაირად არ ერევიან ჩვენს სარედაქციო პოლიტიკასა და თემების არჩევაში”, – აღნიშნავს ლიზა ტოროსიანი.
ამრიგად, “უცხოური აგენტის” კანონი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „ალიკ მედიის“, არამედ საქართველოში ყველა დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რომელიც ებრძვიან დეზინფორმაციას და რჩებიან ინფორმაციის სანდო წყაროდ.