ჟურნალისტი დიანა შანავა ორი ქვეყნის – საქართველოს და რუსეთს შორის ცხოვრობს. იგი პირად გამოცდილებას გვიზიარებს, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად გარდაიქმნა.
დიანა შანავა თანამშრომლობს ქართულ რუსულენოვან გამოცემასთან SOVA.News, ასევე გამოცემა Meduza.io-სთან (აღიარებულია რუსეთში “უცხოურ აგენტად”). მან გამოსცადა საკუთარ თავზე, თუ როგორ ცვლის “უცხოური აგენტის” სტატუსი ჟურნალისტის ცხოვრებას.
დიანა ვერ ჩავა რუსეთში, იქ, სადაც დაიბადა, ხოლო მისი მშობლები ჯერ კიდევ იმყოფებიან. ახლა ჟურნალისტს მსგავსი საფრთხე ემუქრება საქართველოშიც, სადაც აგვისტოდან რუსეთის მსგავსი კანონი “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოქმედებს.
– “2022 წელს რუსეთში წავედი მშობლების მოსანახულებლად, მაგრამ მალევე დავბრუნდი საქართველოში. ამ დროს რუსეთში დამოუკიდებელი მედიის დევნა დაიწყო. ‘მედუზა’ [Meduza], რომლისთვისაც ვწერდი, აღიარებული იყო არა მარტო უცხოურ აგენტად, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად. ეს ნიშნავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოცემის თანამშრომლებისთვის, თუ მათ რუსეთში დააფიქსირებენ”, – ამბობს დიანა.
ახლა, როდესაც საქართველომ მსგავსი კანონი ამოქმედდა, დიანა პოლიტიკური ზეწოლის ნაცნობ ნიშნებს ხედავს. ამდენად, ქართული მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც უარს ამბობენ “უცხოური აგენტების” რეესტრში რეგისტრაციაზე, დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. საქართველოში მედიასაშუალების დიდი ნაწილი საერთაშორისო გრანტებსა და ფონდებზეა დამოკიდებული, ამიტომ ასეთმა ზომებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს მათი მუშაობა.
– „გასულ წელს უკვე ვიცოდით, რომ ეს კანონი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მზაობა, რომელიც ხელისუფლებამ გააჟღერა. რუსეთის მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორ წააგავს მსგავსი კანონები ჯერ ვითომ გამჭვირვალობას, ხოლო მოგვიანებით რეპრესიების ხელსაწყოდ იქცევა”, – განმარტავს ჟურნალისტი.
დიანას თქმით, ახალი კანონი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც, რადგან მათ ჩამოართმევს დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო უფლებების დარღვევა, კორუფცია ან ნეპოტიზმი ხელისუფლებაში.
– “დამოუკიდებელი პრესა შეიძლება აიძულონ და დახურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადავიდნენ ფარულ მუშაობაზე. საინფორმაციო ველში დარჩება მხოლოდ პროსახელისუფლებო მედია. ეს ხალხს ართმევს ობიექტური ამბების მიღების შესაძლებლობას, როგორც ეს უკვე რუსეთში მოხდა”.
საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს, რომელსაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს, ეს სადაო კანონიც [“რუსული კანონი”, რედ.] დაემუქრა. ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს იგი, რადგან მსგავსი რამ არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
– “ჩვენ ვხედავთ მკაფიო სიგნალებს დასავლეთიდან, რომ საქართველოს კურსი ევროინტეგრაციისკენ შეიძლება დაყოვნდეს. უვიზო რეჟიმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლის ნაცვლად, ჩვენ ვუახლოვდებით რუსულ მოდელს”, – ასკვნის დიანა და აღნიშნავს, თუ როგორ შეუძლია საკანონმდებლო ზომებმა შეცვალოს სამართლებრივი რეალობა ჟურნალისტებისა და მოქალაქეებისთვის და ჩაახშოს ხმის თავისუფლება.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო სახიფათო ხდება იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსული დეზინფორმაციის მოზღვავება ფიქსირდება, ხოლო პროსამთავრობო მედიის პუბლიკაციებში სულ უფრო ხშირად ისმის კრემლის ნარატივები.