გენდერული საკითხების გადაწყვეტა, როგორც “უცხოური აგენტების რეესტრში” რეგისტრაციის მიზეზი

გენდერული საკითხების გადაწყვეტა, როგორც “უცხოური აგენტების რეესტრში” რეგისტრაციის მიზეზი

ახალქალაქში მოქმედ 15 აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს დარეგისტრირდნენ “უცხოური აგენტების რეესტრში”. მათ შორის არის ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს ქალების მხარდასაჭერად, ეხმარება მათ შესაძლებლობების რეალიზებაში, რათა გახდნენ უფრო დამოუკიდებლები. ორგანიზაციას “წინ ახალი შესაძლებლობებისთვის” ხელმძღვანელობს აქტივისტი ლიოლია რაისიანი და მისი საქმიანობა ბევრისთვის მაგალითია.
ლიოლია რაისიანი ათ წელზე მეტია მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებში და ამ ხნის განმავლობაში მისი დახმარებით განხორციელდა მრავალი პროექტი. ლოილას საქმიანობა მიმართული იყო არა მხოლოდ ქალების, არამედ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად. მისი ორგანიზაციაც, სხვების მსგავსად, ხვდება “უცხოური აგენტების შესახებ”კანონის არეალში.
ლიოლია რაისიანის თქმით, მისი ორგანიზაცია არჩევანის წინაშე დადგა. უფრო მეტიც, მასზე ის პასუხისმგებლობაა, რომლებიც მუნიციპალიტეტის ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისთვის არის საჭირო.
– “დავრეგისტრირდით “უცხოური აგენტების რეესტრში”. ბუღალტერს საბუთების მომზადება ვთხოვეთ. ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო, უბრალოდ შევავსეთ ყველა ფორმა. იყო რამდენიმე გაუმართავი პუნქტი, მაგრამ ჩვენ გავასწორეთ ისინი. ორგანიზაცია ჯერ არ არის ასახული პორტალზე, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს საკმაოდ მოცულობითი ნამუშევარია, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს”, – ამბობს ის.
რეგისტრაციის შემდეგ ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშაობაში შესამჩნევი ცვლილებები არ მომხდარა.
– “ყოველდღიურ საქმიანობაში ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, რადგან ახალი პროექტებისთვის [განცხადებები] არ შემოგვიტანია. ვნახოთ, შემექმნება თუ არა პრობლემები დონორებთან, თუ ახალ პროექტს დავიწყებ. ორგანიზაცია დავარეგისტრეთ, რადგან იმ დროს რამდენიმე პროექტი გვქონდა და დაგვჭირდა მათი დასრულება. ამ პროექტებიდან მიღებული ფინანსები დარჩა ორგანიზაციის ბალანსზე. დაიგეგმა საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობაც”, – განმარტავს ლიოლია რაისიანი.
აქტივისტი აღიარებს, რომ დარეგისტრირების გადაწყვეტილების მიღება მისთვის მორალურად რთული იყო, მაგრამ ამას გარემოებები მოითხოვდა.
– “ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო ჩემთვის. ჩვენ მივიღეთ ეს იმის საფუძველზე, რომ ჩვენს ორგანიზაციას არ აქვს მასშტაბი და არ არსებობენ დონორები, რომლებიც დაგვეხმარებიან და გაგვათავისუფლებენ რეგისტრაციის აუცილებლობისგან.
მივხვდი, რომ ანგარიშზე არსებული თანხა ჩემი პირადი ფული კი არა, სხვების კუთვნილი სახსრებია. ჯარიმების გადახდას ვერ გავრისკავ, თუ არ დავრეგისტრირდი. პრობლემების შემთხვევაში ვერ გამოვიდოდი ამ სიტუაციისგან, ამ მდგომარეობიდანაც. დონორებმა მითხრეს, რომ “აგენტად” რომ დავრეგისტრირდე, არაფერი შეიცვლება და დიდი ალბათობით, ეს ჩვენს მუშაობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. გადავწყვიტე, რომ პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ”, – დაამატა იგი.
ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “წინ ახალი შესაძლებლობებისთვის” მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა მედიაწიგნიერება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ქალთა შრომითი უფლებები და ა.შ.
2019-2023 წლებში ახალქალაქში “ქალთა ეკონომიკური განვითარების პროგრამა” განხორციელდა და იგი გაეროს ქალთა ფონდისა და ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ დააფინანსეს. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 40’000 ლარით დაფინანსდა 28 პროექტი.
ქალებმა, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება ამ პროგრამით, შეძლეს საკუთარი ბიზნესის წამოწყება, ფულის გამომუშავება, ოჯახების მხარდაჭერა და მისწრაფებების რეალიზება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის გაზაფხულზე, პროტესტის მიუხედავად, საქართველოში მიიღეს კანონი “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ისიც, პუტინის რუსეთის კანონის მსგავსად მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი შემოსავლის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციები.
ორგანიზაციების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს და არ დარეგისტრირდებიან იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, მიუხედავად იმისა, რომ კანონის შეუსრულებლობა ძალიან დიდი ჯარიმებითაა სავსე.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები კანონს სერიოზული კრიტიკის ქვეშ აყენებენ და აღნიშნავენ, რომ ის შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე.