ნათია მიხელიძე: “მათი გაუმჭვირვალობა ჩვენზე გადმოაქვთ” – უცხოური ზეგავლენის კანონი და მისი საფრთხეები

ნათია მიხელიძე: “მათი გაუმჭვირვალობა ჩვენზე გადმოაქვთ” – უცხოური ზეგავლენის კანონი და მისი საფრთხეები

“აი ფაქტის” გამომძიებელი ჟურნალისტი ნათია მიხელიძე თვლის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ” კანონი თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა და იგი პუტინის რუსეთის კანონს ბაძავს. ვინაიდან ეს კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად დაფაროს საკუთარი გამჭვირვალეობა.
ნათია მიხელიძე, რომელიც მედიაში საქართველოს საჯარო საკითხებს იკვლევს, აცხადებს “რუსული კანონის” წინააღმდეგობრიობას. მისი განცხადებით, ეს კანონპროექტი, რომელიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას შეზღუდავს, უფრო რეპრესიული ბუნებისაა და მსგავსია რუსეთის კანონთან, რომელიც წლების განმავლობაში ახშობდა მედიის თავისუფლებას.
– “ჩვენი ჟურნალისტიკის მთავარი მიზანია საზოგადოება გავაცნოთ ინფორმაცია, თუ როგორ იფლანგება ბიუჯეტის სახსრები, როგორია ამ სტრუქტურებში კორუფცია და ნეპოტიზმი”, – აცხადებს მიხელიძე.
– “რუსეთში დღეს აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რომელიც ხმას ამოიღებს, ისაუბრებს იმ დარღვევებზე, იქნება ეს ადამიანის უფლებები თუ სხვა გადაცდომები. ისინი ან უბრალოდ იძულებულები გახდნენ რომ ქვეყნიდან წასულიყვნენ, ან დააპატიმრეს ან როგორც ხდება ჟურნალისტებს კლავენ ასეთ ქვეყნებში. ზუსტად იგივეს დასაწყისი არის ეს კანონი ჩვენთან”.
მისი თქმით, მსგავსი გამოხატვის თავისუფლება ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონთ და ცდილობენ, რომ კანონმდებლობით შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება.
არც მედიას და არც სამოქალაქო სექტორს არ აქვს მიზეზი დამალოს რაიმე სახის ინფორმაცია – მათ მიერ წარდგენილი ანგარიშები ღიაა და ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის.
– “ჩვენი ორგანიზაცია ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშებს, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ისე ნებისმიერ მოქალაქესთვის”, – ამბობს ის.
ის ასევე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ცდილობს დააბნიოს საზოგადოება და მოსთხოვოს მეტი გამჭვირვალობა, მაშინ როცა თავად აქვთ ყველაზე მეტი ვალდებულება საზოგადოების წინაშე.
– “ჩვენ ისედაც ვართ გამჭირვალეები. კანონი კი ხელისუფლებას ეხმარება, რომ კიდევ უფრო ბუნდოვანის გახადოს გამჭვირვალობა, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს რაში იხარჯება გადასახადებიდან შედგენილი ბიუჯეტი”, – აცხადებს ნათია მიხელიძე.
მიხელიძეს თქმით, კანონის მიღებიის შემდეგ აგორდა დეზინფორმაციის კამპანია, და მისი წყაროხელისფლებაა, – “ამით ამართლებენ [“რუსული კანონის”] მიღებას, აბნევენ საზოგადოებას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაცია არის ის, რომ ამბობენ თითქოს მსგავსი კანონი არსებობს ასევე ევროპის ქვეყნებში, თუმცა არანაირი დამსგავსება არ არის და ამას რუსულ კანონს ვეძახით იმიტომ, რომ ეს არის ერთი-ერთზე რუსეთში არსებული კანონისა”.
– “რუსული კანონი არის თავისუფალი სიტყვის ბორკილებში მოქცევის მცდელობა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადონ და კანონმდებლობით შენიღბონ ან შეუცვალონ სახელი, საზოგადოებამ მაინც მიუჩინა მას სახელი – რუსული კანონი.
რატომ? რუსეთშიც ანალოგიურად მოხდა მსგავსი კანონის მიღება, რომელიც წლების განმავლობაში “გააუმჯობესეს” და დახვეწეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე”.
ე.წ. “რუსული კანონი”, ანუ კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ” დისკუსიებს იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ისტებლიშმენტში. ექსპერტების აზრით, ეს კანონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია რეჟიმისაკენ, რომელიც საეჭვო მიზნებს ემსახურება და ღიად ზღუდავს მედიის, სამოქალაქო სექტორისა და მთკლიანად საზოგადოების თავისუფლებას.