25 მაისს ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება «MEGOBARI Act»-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ. ეს ოქმი ითვალისწინებს სანქციებს მთავრობის მმართველი პარტიისთვის, თუ კი “ქართული ოცნება” მიიღებს კანონს “უცხოური აგენტების შესახებ”, საზოგადოებაში ცნობილს როგორც “რუსული კანონი”.
მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობამ მაინც მიიღო ეს სადაო კანონი და “ოცნების” ამ ნაბიჯმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან. მათ უწოდეს კანონს “ანტიდემოკრატიული“ და “მოსკოვის მიერ შთაგონებული”.
დასავლეთში შიშობენ, რომ, ისევე როგორც რუსეთში, კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ შეიძლება გახდეს ბერკეტი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეზღუდვისთვის. ანუ, იმ ორგანიზაციების, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს ქვეყნის დემოკრატიის სფეროში.
«MEGOBARI Act» მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: ერთის მხრივ, ეს არის საქართველოს მხარდასაჭერი ღონისძიებების პაკეტი, მათ შორის ეკონომიკური კავშირების მონიტორინგი და სავიზო მიმოსვლის რეგულირება შეერთებულ შტატებთან. მეორეს მხრივ აქტი მოიცავს სანქციების პაკეტს.
გარკვეული სანქციები უკვე მოქმედებს, მათ შორის სავიზო შეზღუდვები მათთვის, ვინც მონაწილეობს დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მმართველი პარტია იმედოვნებდა, რომ შეერთებულ შტატებში არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ MEGOBARI Act-ის სამოქმედო გეგმა შემოთავაზებული იყო რესპუბლიკელის და დონალდ ტრამპის მხარდამჭერის, ჯო უილსონის მიერ. არა და მან აქტიური როლი ითამაშა ტრამპის საარჩევნო კამპანიაში.
– “სამწუხაროა, რომ კანონი პუტინის გავლენით იქნა მიღებული…, – წუხს უილსონი ქართულ „ინკოგნიტო“ კანონზე საუბრისას.
გარდა ამისა, საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჯო უილსონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს გამოიძიოს ბრალდებები გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის შესახებ.
– “MEGOBARI Act-ის კანონი შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ამავდროულად ეს აქტი მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ სწრაფვაში”, – ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.
კანონპროექტის სახელწოდება „MEGOBARI Act“ ნიშნავს „საქართველოს მობილიზება და გაძლიერება ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად“.
კანონპროექტი უკვე მიღებულია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ორპარტიულ საფუძველზე და ელოდება მიღებას წარმომადგენელთა პალატაში.
აქტის ძირითადი დებულებები:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვისკენ, რაც მნიშვნელოვან პროგრესს აღნიშნავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მნიშვნელობა რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ს ინტერესებისთვის.
დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში ბოლოდროინდელი ნეგატიური ტენდენციების საპასუხოდ, აქტი მოითხოვს ხელისუფლების ქმედებებზე ზედამხედველობის გაზრდას, განსაკუთრებით რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობების კონტექსტში.
პასუხისმგებლობა და სანქციები: დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს კორუფციას, მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს საქართველოში ან თავს არიდებს საერთაშორისო სანქციებს. ასევე ფასდება ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების აქტიურობა და მათი ჩინეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება: იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, შეერთებული შტატები აპირებს ოფიციალურ თბილისს შესთავაზოს მხარდაჭერის დამატებითი ფორმები, მათ შორის შეღავათიანი სავაჭრო შეთანხმებები, გაფართოებული სავიზო შესაძლებლობები, ეკონომიკური დახმარება და სამხედრო მხარდაჭერა.