ნინოწმინდის მერიამ რამდენიმე ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მიზანი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი სერვისების განვითარებაა. ტენდერების ჩამონათვალში შედის როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საბავშვო ბაღებისა და საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაცია.
ნინოწმინდის #1 სასაფლაოს დამხმარე შენობის რეაბილიტაცია და სოფელ ყაურმის რიტუალების სახლის გალესვის სამუშაოები. ამ პროექტის ბიუჯეტი 8,084 ლარს შეადგენს (განცხადების ნომერი: NAT240020135).
სოფელ სათხის სკოლის შენობაში საბავშვო ბაღის მოწყობა, რომლის ბიუჯეტი 157,000 ლარს შეადგენს (განცხადების ნომერი: NAT240020061).
სოფელ სპასოვკასა და დიდი გონდურის-პატარა გონდრიოს დამაკავშირებელი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე გათვალისწინებულია მერიას მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. პროექტის საერთო ღირებულება 31,779 ლარია (განცხადების ნომერი: NAT240018955).
ნინოწმინდის მერიამ ასევე გამოაცხადა ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, რომელიც თანმდევ ექსპერტიზასაც მოიცავს. პროექტის ღირებულება 14,890 ლარს შეადგენს (განცხადების ნომერი: NAT240018430).