ნინოწმინდის მოსახლეობამ გუშინ სასმელი წყლის საგანგაშო ფაქტი შეამჩნია — პუშკინის ქუჩაზე ონკანებიდან ვარდისფერი ფერის სასმელი წყალი მიედინება. აღნიშნული ინფორმაცია რადიო NOR-ს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეატყობინა და ფოტოსურათიც გაუგზავნა, რომელიც მალევე განთავსდა რადიო NOR-ის ოფიციალურ გვერდზე. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ქალაქის სხვა უბნებიდანაც მრავალი შეტყობინება შემოვიდა, სადაც მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ მათაც მსგავსი მდგომარეობა აქვთ და ონკანში წყალი ვარდისფერი ფერისაა.
დღეს რადიო NOR-მა მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის შესასწავლად. მათი განცხადებით, გუშინვე ჩატარდა წყლის რეზერვუარების მონიტორინგი, თუმცა წყლის საცავში არანაირი ცვლილება ან შეფერილობის მიზეზი არ აღმოჩნდა. „ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვახსოვს, ჩვენ თვითონაც ვერ ვხვდებით, რატომ ხდება ასე,“ — აღნიშნეს უწყებაში.
რადიო NOR-ი განაგრძობს შემთხვევის მონიტორინგს და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, მოსახლეობას განახლებულ ინფორმაციას კვლავ მივაწვდით.