„მოლოდინის ქალაქი“ დაუსრულებელი ფასადები ნინოწმინდაში

„მოლოდინის ქალაქი“ დაუსრულებელი ფასადები ნინოწმინდაში

ნინოწმინდაში ფასადების სარემონტო სამუშაოების დაწყება დიდი ოპტიმიზმის საფუძველი იყო, თუმცა პროექტი, რომელიც 2023 წლის 21 ივლისს დაიწყო, ჯერ კიდევ დაუსრულებელია.

ინფრასტრუქტურული პროექტი მიზნად ისახავდა ქალაქის სახის განახლებას და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას. სარემონტო სამუშაოები კერძო კომპანია „შპს იქს 2“-ის ჩართულობით უნდა განხორციელებულიყო. პროექტის ფარგლებში თავისუფლების ქუჩის გასწვრივ რამდენიმე შენობის (№7, 8, 9, 10, 12, 21, 54, 56), ქალაქ ნინოწმინდის #24 და ჰოვსეპიანის #18 ნომრების ფასადების შეკეთება იგეგმებოდა.მიუხედავად ამ მაღალფარდოვანი გეგმებისა, პროექტი წელიწადზე მეტია გაჭიანურებულია და ზოგიერთი სამუშაო კვლავ დაუსრულებელია.

Начаты работы по ремонту фасадов зданий в Ниноцминде: победитель тендера и план работы

2023 წლის ზაფხულში სამუშაოები აქტიურად დაიწყო, თუმცა მალევე პრობლემები გამოვლინდა. 30 აგვისტოს ნინოწმინდაში, თავისუფლების #7 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ფასადის დემონტაჟი რამდენიმე დღით შეჩერდა. ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის განმარტებით, სამუშაოები „ჩვეულებრივ რეჟიმში“ გრძელდებოდა.მოგვიანებით, 6 სექტემბერს, „შპს იქს 2“-ის ხელმძღვანელმა გიორგი ხოზრევანიძემ განაცხადა, რომ სამუშაოები დროებით ახალი მუშაკების მოლოდინის გამო შეჩერდა. მისი თქმით, პროექტი 2024 წლის 24  იანვრისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს გეგმა არ შესრულდა.

Почему не продолжается ремонт фасадов здания на улице Тависуплеба

2024 წლის 16 ივნისს, მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის გარშემო არსებული ხარაჩოები მოიხსნა, მუშების განმარტებით, მათთვის არ იყო ცნობილი, გაგრძელდებოდა თუ არა სამუშაოები. ხარაჩოები კომპანიას ქირით ჰქონდა აღებული და მათი დემონტაჟი საჭირო გახდა.

16- ივნისს ნინოწმინდის მრავალსართულიანი საცხოვრებელი  შენობის გარშემო არსებული ხარაჩოები მოხსნეს

24 ოქტომბერს სარემონტო სამუშაოები კვლავ განახლდა, თუმცა, როგორც ჩანს, პროექტის დასრულებამ კვლავ გაურკვეველი ვადებით გადაიწია.