“რუსული კანონი”, როგორც დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის

“რუსული კანონი”, როგორც დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის

ახალგაზრდა აქტივისტის თორნიკე კურტანიძის აზრით საქართველოს ხელისუფლებამ აიღო კურსი ისეთ კანონების მიღებაზე, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, ზღუდავს თავისუფლებას და დემოკრატიულ განვითარებას.
– “ეს კანონი ღიად რუსულია. მისი შინაარსობრივი განხილვა, ჩემი აზრით, უბრალოდ არარელევანტურია. მის უკან დგას არა გამჭვირვალობა ან უსაფრთხოების გაუმჯობესება, არამედ სურვილი, დალუქოს თავისუფალი აზრი, გააქროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შეუშალოს ხელი მედიას საქმიანობაში”, – ამბობს თორნიკე.
მისივე თქმით, “რუსული კანონი” პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შეუქცევად დაბრკოლებად იქცევა.
– “საქარტელოს კონსტიტუციაში ცალსახად გაწერილია, რომ ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა უნდა იმუშაოს ევროინტეგრაციისთვის. როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის არსებობა შეუძლებელს გახდის ევროკავშირის წევრობას, ეს უკვე საკმარისი საფუძველია, ვაღიაროთ მისი შეუსაბამობა როგორც ჩვენ შიდა კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო პრინციპებთან”.
თორნიკეს შეფასებით, აღნიშნული კანონი ხელისშემშლელია არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, არამედ მისი დემოკრატიული განვითარებისათვისაც.
– “ეს კანონი ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფალებას, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. იგი ზღუდავს არასამეწარმეო ორგანიზაციებსა და მედიის არსებობას, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე. ასეთ პირობებში დემოკრატიული განვითარება შეუძლებელია”.
იგი ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აცხადებს, რომ მოქალაქეების ნება დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციისკენ დაუძლეველია.
– “საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის გზაზე. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რაც მათ გადაწყვეტილებებში ნათლად ჩანს. ეს კანონი ეწინააღმდეგება ყველა იმ პრინციპსა და ღირებულებას, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. მას მხოლოდ ერთი გზა აქვს – გაუქმება! მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, სრულყოფილად გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ”, – თვლის აქტივისტი თორნიკე.